საყასბოს რიგი
საყასბო რიგში ისეთ ხორცეულს გადააწყდებით, თვალს რომ დაუყენებს მოყვარულსა თუ გამოცდილ გურმანს.
რაჭული ლორი/რაჭული ლორის რულეტი, კუპატი დამბალხაჭოთი და ღომი ფიცხუნიათი, შერეული კუპატი კარამელიზებული ხახვით, აფხაზურა, საქონლის აპოხტი თუ ღორის აპოხტი, - ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს, გემოთა სიუხვეს კი ძირი.