Background Bakery

საბაყლოს რიგი

სუფრას რომ მარილი მოაყარო და გაამშვენიერო, საბაყლო რიგს უნდა ესტუმრო ათასი წვრილმანისთვის.

მჟავეული, კახური ზეთი, კერძებზე მისადევნებელი: ჭარხლის ტყემალი გამომცხვარი ცხარე წიწაკით, მწვანე ტყემალი, მაყვლის ტყემალი, ჟოლოს ტყემალი, მოცვის ტყემალი ნუშით; მწვანე აჯიკა თხილით და შაშკვლავით, იმერული აჯიკა, შებოლილი წიწაკის აჯიკა ნიგვზით და გამომცხვარი პომიდვრით, გოგრის აჯიკა ნუშით, - ყველა ეს ხომ ქართული სუფრის შეუცვლელი წევრი და იმ ხასიათის განმსაზღვრელია, რომლითაც ასე ვამაყობთ, რადგან მსგავსსაც ვერ ნახავ მთელ დუნიაზე.