Background Bakery

პურის რიგი

პურის რიგში, ყოველი დილის სისხამზე, სხვადასხვა სახეობის ქართული ხორბლისა (თეთრი დოლი, შავფხა, ლომთაგორა) და ჭვავის ფქვილით, მადლიანი პურეული (დედას პური და მესხური პური)  თქვენ თვალწინ გამოცხვება და მთელ თბილისქალაქს თავბრუდამხვევ სურნელებად მოედება მისი მადლიანი არომატი.